Wednesday, November 12, 2008

"სიმინდი"

1.GAERN-ის საცდელი პროექტის სახელი: ”სიმინდი”
2. პროექტის მოკლე აღწერა : 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სიმინდის ისტორიას, კულტურას, ჯიშებს.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიპოვონ ინფორმაცია სიმინდის წარმოშობასა და ისტორიაზე, მის გავრცელებაზე საქართველოსა და მსოფლიოში. სიმინდის, როგორც კულტურული მცენარის სარგებლობაზე მედიცინაში, ხელოვნებაში, მრეწველობაში, ეკოლოგიაში. ჩაატარებენ კვლევებს,მოახდენენ მოპოვებული მასალის დახარისხებას, მოაწყობენ სხვადასხვა ჯიშის სიმინდის ფიტო-გალერიას. დაგეგმავენ და განახორციელებენ გასვლებს იმ რეგიონებში, სადაც კარგად ხარობს ეს მცენარე, ჩაატარებენ პატარა კვლევას, სიმინდის მოყვანის თავისებურებებზე მთასა და ბარში. იღებენ ფოტოსურათებს და აწყობენ გამოფენას ვებ-საიტზე. დაწერენ ჩანახატებს, ესეებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: IX-X კლასი, 14-17 წ.
5. ვადები/ხანგრძლივობა:2008 წ. ნოემბერიდან 2009 წ. ივნისამდე./ერთი თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კულტურული მცენარის სიმინდის ისტორიის,კულტურის,სხვადასხვა ჯიშების გავრცელების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების გამართვა, ნახატებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა,პრეზენტაციების მომზადება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, სად განთავსდება ვებ-გალერეა, კვლევის შედეგად მოპოვებული ფოტო მასალით,მოეწყობა პრეზენტაციები, გაკეთდება ჩანახატები,დღიურები, რომლებიც განთავსდება ამ საიტზე და დამზადდება დისკი.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტზე განთავსებითა და კომპაქტ-დისკის დამზადებით მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას, სიმონდის ისტორიის,კულტურის,ჯიშების გავრცელებისა და სარგებლიანობის შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგიაში- მოსწავლეები აღწერენ ეკოსისტემებში ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებათა მიმოქცევას. უკავშირებენ ევოლუციის შედეგს(VIII.3. - 1,2,3,5,6.), (VIII.4. -1,2.); ქიმიაში: მოსწავლე აღწერს ორგანულ ნივთიერებებს, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.(IX.13. -2,4,6.); ისტორიაში: მოსწავლე იკვლევს ვაჭრობის როლს ეკონომიკის განვითარებაში(ისტ.გეო. VIII.6 - 4.); გეოგრაფია: მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს(IX.2. - 1; X.3 - 3,4); ხელოვნებაში: მოსწავლე იკვლევს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ შესახებ (XI/XII.8 - 1,2.); მოსწავლე აანალიზებს თანამედროვე ხელოვნებას (XI/XII.9. -2); ინფორმატიკა (VII-IX კლ 4 ; X-XI-XII კლ. 2სტ. 4,5).
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
მარი კაკაბაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mari.kakabadze.gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea7218e
15. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:http://projectsimindi.blogspot.com